ხმაური ჭუბერში - ასეულობით სამართალდამცველს მოსახლეობა უპირისპირდება

  14:26:59     26-07-2018

ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს მოსახლეობა უპირისპირდება. 

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც. 

მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.