შვედმა სტუდენტმა გოგონამ ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია შეაჩერა

  15:48:02     25-07-2018

შვედმა სტუდენტმა ელინ ერსონმა ავღანელი მამაკაცის დეპორტაციის შეჩერება შეძლო. ავღანელს შვედეთში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.

"გარდიანის"ცნობით,ერსონი შვედეთიდან თურქეთში მიფრინავდა და ამავე რეისით ქვეყნიდან ავღანელის დეპორტაცია იგეგმებოდა. გოგონამ უარი თქვა თავის კუთვნილ ადგილზე დამჯდარიყო და აცხადებდა, რომ მიგრანტს ავღანეთში მოკლავდნენ. ერსონი განვითარებულ მოვლენებს ვიდეოთი იღებდა.

შედეგად მიგრანტი რეისიდან მოხსნეს. გოგონასაც ასევე მოუწია თვითმფრინავის დატოვება. ხალხმა ის აპლოდისმენტებით გააცილა.