საბერძნეთში საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა, მეორეს ამ დრომდე ეძებენ
15:27:34     24-07-2018
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
ნანობაშვილის ცნობით, მეორე ადამიანი ბოლოს იმ რეგიონში ნახეს, სადაც მსხვერპლი ფაქტიურად არ ყოფილა.
შეგახსენებთ საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობამ 60- ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია.