სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ახალი ადვოკატი დაენიშნა

  11:45:06     24-07-2018

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან გლდანის მერვე დაწესებულებაში მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, ალუდა ბუჩუკური იმყოფება.

როგორც ადვოკატმა კობაურთან შეხვედრამდე განაცხადა, ის ბრალდებულთან დაცვის სტრატეგიის შესათანხმებლად შედის.

რაც შეეხება ბრალდების აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვას, ადვოკატი აცხადებს, რომ ის დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების გარეშე.

ცნობისთვის, 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რამდენიმე დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ლორა სმიტი გაუპატიურებულია.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, კობაურის დაცვაზე უარი განაცხცადა მისმა კერძო ადვოკატმა. სწორედ ამის შემდეგ გახდა საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი ჩართვა საჭირო.