ხელვაჩაურში მშენებარე სახლის ჩამოშლისას 4 მუშა დაშავდა
14:36:37     23-07-2018
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლის ჩამოშლისას 4 მუშა დაშავდა.
ოთხივე მათგანი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სახლის მეპატრონის თქმით, მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო და მისი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა უხარისხო საშენი მასალა გახდა.