ფოთში პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისას მამაკაცი მოკლა
10:02:10     23-07-2018
დღეს დილით ინციდენტი მოხდა ფოთში. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წინააღმდეგობის გაწევისას მამაკაცი მოკლა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიებას ფოთის პროკურატურა 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აწარმოებს. პოლიციის თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, შუახსნის კაცი ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე Pay Box-ის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მასთან პოლიცია მივიდა. მამაკაცი პოლიციელს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა გაისროლა.