"იმედი" - ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია - ბავშვი თოფის მიბჯენითაა მოკლული

  21:38:12     21-07-2018

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ხოლო ბავშვი თოფის მიბჯენითაა მოკლული. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს ლორა და რაიან სმიტები. მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს მათი 4 წლის შვილიც. მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.