მწყემს მალხაზ კობაურს საკანში კითხავენ
14:29:18     20-07-2018
ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ, მალხაზ კობაურს, ამ წუთებში საკანში კითხავენ. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სმიტებისოჯახის მკვლელობაში ბრალდებულთან გამომძიებელი დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.
კობაურის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც ბექაურის განცხადებით მკვლელობა ჩაიდინეს.
ადვოკატი ამბობს, რომ სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის და საზარელი მკვლელობა მის თვალწინ ორმა პირმა ჩაიდინა.