ტყიბულში მეშახტეები აქციის გასამართად იკრიბებიან

  11:34:37     19-07-2018

მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დახურული შახტების თანამშრომლებს „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტული მოთხოვნები აქვთ.

აქცია 12:00 საათზე დაიწყება. მეშახტეები ადგილზე პროფკავშირის წარმომადგენელსა და რაიონის მაჟორიტარს ელიან.
ისინი ფიქრობენ, რომ მათთან შესახვედრად საქნახშირის ხელმძღვანელობაც მივა.

ტრაგედია მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანზე 16 ივლისს მოხდა, აფეთქებისას 4 მუშა დაიღუპა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთის დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, გამოძიების დასრულებამდე დახურულია ტყიბულში მდებარე ყველა შახტი.