მეცნიერებმა პურის უძველესი რეცეპტი აღადგინეს
16:06:53     17-07-2018
საერთაშორისო მკვლევრების ჯგუფმა პურის უძველესი რეცეპტი აღადგინა. როგორც გაირკვა, ის 14 000 წელზე მეტი ხნისაა.
მანამდე მიიჩნეოდა, რომ პურის გამოცხობის ტექნოლოგია თურქეთში 9000-ზე მეტი წლის წინ გამოიგონეს. თუმცა იორდანიის შავ უდაბნოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მტკიცებულება იმის დასტურია, რომ პურის ცხობის პროცესი ჯერ კიდევ 5 000 წლით ადრე არსებობდა.
მეცნიერები შეეცადნენ უძველესი რეცეპტი ლაბორატორიაში აღედგინათ. ამისთვის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიის ექსპერტმა გათხრების დროს აღმოჩენილი პურის ნამცეცები ელექტრონულინ მიკროსკოპით შეისწავლა.
გათხრების დროს არქეოლოგებმა 2 შენობა აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პურის ცხობა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.