ამერიკელი სამხედროები პოლონეთში
10:59:42     14-06-2011
ვარშავაში ხელის მოეწერა ხელშეკრულებას, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. სამხედროთა ამოცანას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავების, F-16 – ების და С-130 Hercules - ის ტექნიკური მომსახურება წარმოადგენს. ხელშეკრულებაში განხილულია პოლონურ-ამერიკული სწავლებების საკითხიც. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა, ხოლო აშშ-ს მხრიდან, ელჩმა ლი ფეინსტეინმა მოაწერეს ხელი.
ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები პოლონეთში 2013 წლამდე დარჩებიან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება ორი ქვეყნის პილოტების სწავლებებიც, წელიწადში ოთხჯერ.