ვიეტნამმა სამხედრო წვრთნები დაიწყო
10:59:09     14-06-2011
აშშ-სა და ჩინეთის უკმაყოფილების მიუხედავად, ვიეტნამმა სამხედრო სწავლება გახსნილად გამოაცხადა. სწავლების პირველი ეტაპი ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო, მეორე კი 18 საათზე დაიწყება და ექვს საათს გასტანს. რამდენი ხომალდი მიიღებს მონაწილეობას წვრთნაში, არ კონკრეტდება.
ჩინეთი უკვე გამოვიდა ვიეტნამის ხელისუფლების გადაწყვეტილების მკვეთრი კრიტიკით. რაიონი, სადაც სწავლებები მიმდინარეობს, ნავთობით არის მდიდარი და ჩინეთსა და ვიეტნამს შორის სადავო ტერიტორიად ითვლება. მცირე ხნის წინ კი, ჰანოიმ პეკინი საკუთარი გემის დაზიანებაში დაადანაშაულა, რომელიც რეგიონში გეოლოგიურ დაზვერვას აწარმოებდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საპასუხოდ, ვიეტნამის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჩინური თევმჭერი გემების დევნაში ადანაშაულებს.