მარნეულში, ბებია-ბაბუასთან სტუმრად მყოფი 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო
23:50:28     15-07-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა.
ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.