აშშ-ში McDonald’s-ის ქსელში ნაწლავური ინფექციების გამო სალათს დროებით არ გაყიდიან
11:09:10     13-07-2018
აშშ-ის აიოვასა და ილინოისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოსახლეობაში გავრცელებული ნაწლავური ინფექცია McDonald’s-ის ქსელის ბოსტნეულის სალათს დაუკავშირა. ამის გამო კომპანიის აქციები 1,4 %-ით დაეცა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ McDonald’s-ის მომხმარებლები Cyclospora cayetanensis-ის პარაზიტით მოიწამლნენ. პარაზიტი წვრილ ნაწლავს აზიანებს. მისი გამომწვევი ბაქტერია კი დაბინძურებულ საჭმელსა და წყალშია. ბოლო წლებში აშშ-ში ნაწლავური ინფექციის აფეთქების მასშტაბური შემთხვევები რამდენჯერმე დაფიქსირდა. ინფექციონისტებმა მათი გავრცელება ქვეყანაში იმპორტირებულ პროტუქტებს დაუკავშირეს.
McDonald’s-ში ამბობენ, რომ ქსელში აღნიშნულ პროდუქტს აღარ გაყიდიან და უახლოეს პერიოდში ეცდებიან ამ პროდუქტის მომწოდებელი შეცვალონ.