ესპანური სენდვიჩი
10:44:44     14-06-2011
მასალა:
4 ნაჭერი თეთრი პური
2 თავი ხახვი
4 ცალი მსხვილი, ტკბილი წიწაკა
ნახევარი ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი კეტჩუპი
მეოთხედი სუფრის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
ცოტა შაქარი
მარილი
4 ნაჭერი ყველი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ რგოლებად, დავამატოთ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ მცენარეულ ზეთში დარბილებამდე. შემდეგ მოვამზადოთ მარინადი ლიმონის წვენის, კეტჩუპის, შაქრის, მარილის და პილპილისაგან და ზემოდან დავაწყოთ თითო ნაჭერი მაგარი ყველი. მზა სენდვიჩები შევაწყოთ წინასწარ მომზადებულ ღუმელში. როგორც კი ყველი დნობას დაიწყებს, გამოვიღოთ ღუმელიდან და მივიტანოთ სუფრაზე.