
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
17:48:52     11-07-2018
კიდევ ერთი დაკავება მოხდა საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა რუსთავში მცხოვრები 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავება ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთასთან მოხდა. ინფორმაცია ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.