საბერძნეთი რუს დიპლომატებს აძევებს
12:57:56     11-07-2018
რუს დიპლომეატებს ამჯერად ქვეყნიდან საბერძნეთი აძევებს.
დიპლომატიური სკანდალის მიზეზად ათენში ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებს ასახელებენ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუსი დიპლომატები გარკვეული სახის ინფორმაციის მოპოვებასა და ბერძენი მაღალჩინოსნების მოსყიდვას ცდილობდნენ.
პირველ ეტაპზე საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის დატოვება ორ რუს დიპლომატს მოსთხოვა, უახლოეს დღეებში კი შესაბამისი მოთხოვნა რუსეთის დიპლომატიური მისიის კიდევ 2 თანამშრომელს გადაეგზავნება.
ცნობილია, რომ მოსკოვი ათენს ანალოგიური ზომებით უპასუხებს.