ნატოს მსხვილმასშტაბიან მანევრებში ქართველებიც მონაწილეობენ
10:40:58     14-06-2011
ლიტვაში, ნატოს 2011 წლის მსხვილმასშტაბიანი მანევრები Amber Hope 2011 დაიწყო. მანევრებში მონაწილეობას ცხრა ქვეყნის 2,2 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათგან 1500 ლიტველი სამხედრო მოსამსახურეა. სწავლება პაბრადეს პოლიგონზე და ლიტვის ტერიტორიულ წყლებში, ბალტიის ზღვაზე შედგება.
“1995 წლიდან მოყოლებული დღემდე პერიოდში, რაც ეს მანევრები ტარდება, გაიზარდა მისი მაჩვენებელი და რიცხობრივი რაოდენობა, რაც რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სწავლებების დიდი მნიშვნელობაზე მეტყველებს. ეს ეხება როგორც ალიანსს, ისე მის პარტნიორ ქვეყნებს” – განაცხადა გახსნის ცერემონიალზე ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნიავიჩენემ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთია, თავდაცვის მინისტრი მცირერიცხოვანი ქალბატონებიდან.
მანევრების დროს, შედგება როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო თუ საარმიო სპეცდანიშნულების ფაზები და მასში მონაწილეობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შვიდი ქვეყანა – კანადა, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ესტონეთი და ნატოს პარტნიორები, საქართველო და ფინეთი მიიღებს მონაწილეობას.
სწავლებებზე მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ექნება: აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, მოლდოვას და უკრაინას. რუსებმა, დაუზუსტებელი მიზეზით, მანევრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ეს ღონისძიება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული არმიიდან სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეთა მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას.
მანევრები ორ ეტაპად შედგება. ის ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 13-დან 18 ივნისამდე ანტიკრიზისული ოპერაციების და მათი საშტაბო დაგეგმვის ვარჯიშები შედგება, 19-დან 23 ივნისამდე კი - მასშტაბური სწავლებები იმ სცენარით, რომელიც ალიანსის ანტიტერორისტულ-ანტიკრიზისული მოქმედებების გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული, ავღანეთში, ერაყსა და სომალიში.
ადგილობრივი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქმედება წარიმართება ჰიპოთეტურ სახელმწიფოში, სადაც რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა მოქმედებს, როგორც მეამბოხე ძალა. სახელმწიფოში იწყება არეულობები და ქვეყნის ხელისუფლება დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
სცენარის მიხედვით, მოძრაობის მხარდამჭერები ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების, უცხო ქვეყნის სამხედროების, გაეროს წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. რადიკალები საზღვაო მეკობრეობასაც ეწევიან. საერთაშორისო ძალები მათთან კონფლიქტში გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვით ერთვებიან.
მონაწილეების წინაშე, დაისახა ამოცანა ნატოს წევრი ქვეყნების და “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის მონაწილეების შესაძლებლობების უნარის ასამაღლებლად, ანტიკრიზისული ოპერაციების დროს. ლიტვა, კერძოდ, კლაიპედა, ამ მანევრების ორგანიზატორი 2007 წლიდან არის. წელს კი ის სწავლებებს უკანასკნელად უმასპინძლებს.