დაკავებული მწყემსის დედა: გლეხის ბავშვს აწმენდენ ხელს, იარაღს კი არა, დანას ვერ იჭერს ხელში

  11:56:32     11-07-2018

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

მარიამ მარტიაშვილი ეჭვობს, რომ მის შვილს სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს „აწერენ“. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, შესაძლოა, მალხაზ კობაური მკვლელობას შეესწრო, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ის დააკავა. 

„აწმენდენ ამ გლეხის ბავშვს ხელს. იარაღს კი არა, დანას ვერ იჭერს ხელში. სად ჰყავდათ 4 დღე ჩემი შვილი? არავინ ვიცოდით, სად იყო და როგორც უნდოდათ ისე მოახდენდნენ ზემოქმედებას და ამის შედეგია ის, რომ მან თითქოს აღიარა. ადვოკატი ამბობს, რომ არ აღიარებს. ჩემი შვილი არ არის მკვლელი. მის უკან ვიღაც ბანდა დგას და იმან გააკეთებინა ეს ყველაფერი. სჯობს ეს ბანდა იპოვონ და რეალური დამნაშავე დასაჯონ“, - განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.