თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

  17:16:01     10-07-2018

თბილისში,  #140 ავტობუსში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდა, რომელსაც ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რეგიონულ ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. 

ექიმების თქმით, მას შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.