ტაილანდში, მაშველებმა გამოქვაბულიდან მეათე ბავშვი გამოიყვანეს
13:43:36     10-07-2018
ტაილანდში, მაშველებმა გამოქვაბულიდან მეათე ბავშვი გამოიყვანეს.
ამ ეტაპზე მღვიმეში 2 მოზარდი და მათი მწვრთნელი რჩება.
ისინი საავადამყოფოში არიან გადაყვანილები. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვებს ინფექციის ნიშნები აქვთ, რის გამოც მათ შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.
ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.
2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.