ტაილანდში მაშველებმა დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი 25 წლის მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს

  11:01:26     10-07-2018

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი 25 წლის მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 მყვინთავისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:08 საათზე შევიდა.

„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დღეს ოთხივე ბავშვი და მწვრთნელი გამოყვანილი იქნებიან“, - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა.