მწყემსის დედა: დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა
15:31:34     09-07-2018
ხადას ხეობაში, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი შვილი ამას არ ჩაიდენდა.
მისი თქმით, 7 ივლისს თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც მოუყვა, რომ ხეობაში ტურისტები მოკლეს.
დაკავებულის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ობიექტური სიმართლის დადგენას ითხოვს.
“მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, წესიერად გამოიკვლიოს ეს საქმე და გამაგებინონ სწორი პასუხი. ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს 7 ივლისს დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხართქო და მითხრა, რომ კარგად იყო. მითხრა, ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო - ეს იყო სულ ჩვენი საუბარი. მომიყვა, ბევრი ხალხი ტრიალებს დაბლა ჭალაზეო და ეს იყო სულ“, - აცხადებს დაკავებულის დედა.