"ამერიკელ მამაკაცს სახეში ესროლა... მერე გვამი ცხენის ძუაზე გამოუბამს და გამოუთრევია"
15:25:27     09-07-2018
ხადას ხეობაში მომხდარი, ამერიკელი ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის საზარელი მკვლელობის საქმეზე კიდევ ახალი დეტალები ვრცელდება.
ადგილობრივები ყვებიან, რომ 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.
„როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად მიიღო იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.
ხეობაში ამბობენ, თავად მწყემსმა შეატყობინა სოფლის მოსახლეობას, რომ ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა, რასთან მიახლოებაც, მისივე თქმით, ეშინოდა. მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის სამძებრო ოპერაციაში თავად დაკავებულიც მონაწილეობდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.
ადგილობრივების თქმით, მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან ბავშვი ტიროდა.
„როგორც თვითონ უთქვამს, ბავშვი ტიროდა და რას ვუზამდიო?! ქალს ფეხი დაუცდა სურათის გადაღების დროს, მივვარდი რომ არ გადავარდნილიყოო, ეს ცუდად მიიღო იმ კაცმა და სახეში გამარტყაო. ამის შემდეგ გავმწარდი, ავიღე თოფი და ვესროლეო.
ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“, - აცხადებენ ადგილობრივები.