ადგილობრივების ინფორმაციით, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, 19 წლის მწყემსმა დახოცა
20:42:05     08-07-2018
ამერიკის
მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, სავარაუდოდ, მოკლულები
არიან. ბავშვის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ.
ხეობის მცხოვრებლების თქმით, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების მიერ გავცელებული ცნობით, მკვლელი, სავარაუდოდ, 19 წლის მწყემსია, რომელმაც სოფელ წკერესთან ახლოს, ჩანჩქერთან, ცოლ-ქმარი მიაცილა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა. ხეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მწყემსმა ჯერ მამაკაცი მოკლა, შემდეგ ბავშვი, რომლის ცხედარიც თოვლის ნამქერში გადამალა.
ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და შემთხვევის ადგილიდან დანაშაულში ეჭვმიტანილი გაიყვანეს.
ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს.
6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.
რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.