შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია
10:46:10     06-07-2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - აცხადებენ საგანგებოში.