გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს
09:59:51     06-07-2018
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.
გოგოჭურს გვიან ღამით ოპერაცია გაუკეთდა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.