შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო გაფრთხილება მოხსნილია

  12:27:20     05-07-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო გაფრთხილება მოხსნილია. 

„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.