შსს: თუ ვინმე ფლობს ცირკთან უცხოელების მიერ გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ინფორმაციას, სასწრაფოდ მიმართონ პოლიციას
17:00:07     04-07-2018
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუპატიურების ფაქტი მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსთავიდან სამარშრუტო ტაქსით მომავალი გოგონა ცირკთან ჩამოვიდა და სახლისკენ გზას აგრძელებდა. ამ დროს მასთან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე მივიდა (სავარაუდოდ, არაბი) ერთ-ერთმა გოგონას პირზე ხელი ააფარა და ცირკთან ახლოს, პატარა ტყეში შეიყვანა. მოძალადეებმა გოგონა გააუპატიურეს. მისი განწირული ყვირილი უკრაინელმა და პოლონელი ტურისტებმა გაიგეს და გოგონას დასახმარებლად მიირბინეს. ამ დროს მოძალადე არაბები გაიქცნენ. გოგონამ პოლიციაში დარეკვაზე უარი თქვა, რადგან არც ამბის გახმაურება სურდა და არც იმის იმედი ჰქონდა, რომ პოლიცია დამნაშავეებს სათანადოდ დასჯიდა.
გავრცელებული ინფორმაციას შსს გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა.
"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ გოგონა გააუპატიურა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შემოსულა.
მოვუწოდებთ ყველა პირს, რომლებიც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, რათა სამართალდამცველებმა ოპერატიულად შეძლონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.