ახალციხეში სამშენებლო ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა

  18:06:12     02-07-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის კაცი გარდაიცვალა. 

შსს-ის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს მშენებარე ობიექტზე დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.