საგამოძიებო კომისიაში მუშაობა ცხარე კამათით მიმდინარეობს
14:16:55     02-07-2018
საგამოძიებო კომისიაში მუშაობა ცხარე კამათით მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ არც იმ რეკომენდაციას უჭერენ მხარს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის - მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.
როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ნაადრევი და ნაჩქარევია იქამდე, ვიდრე გამოკითხული არ არის ყველა მოწმე, მათ შორის თავად მ.კ. და არ არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი მასალა.
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიას შეუძლია, შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს, მაგრამ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის კომპეტენცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიას არ აქვს.
“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავად საქმეში არსებული მასალები იძლევა საფუძველს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.