მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ნელი ზამბახიძის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად

  18:51:56     29-06-2018

დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ნელი ზამბახიძე გამოკითხეს დაინტერესდა. ნელი ზამბახიძე პარლამენტის წევრებმა გამოკითხეს, რომელიც ხორავას ქუჩის ოთხ ნომერში იმ ეზოში ცხოვრობს, სადაც დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

ნელი ზამბახიძე, რომელიც დღემდე გამოკითხული არ ყოფილა, ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ ურტყამდა მომაკვდავ სარალიძეს ერთ-ერთი ახალგაზრდა.

კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კომისიამ მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა ნელი ზამბახიძეს.

"არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა, მე მეტს ამასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ სხვა ადგილობრივებიც გამოკითხა.


ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და მისმა მეუღლემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენეს.