რძიანი სუპი გოგრით
10:48:52     13-06-2011
მასალა:
400 გრამი დაჭრილი გოგრა
2 ჭიქა წყალი
ნახევარი ჭიქა ბრინჯი
5 ჭიქა რძე
მარილი გემოვნებით
გასუფთავებული გოგრა დავჭრათ მსხვილ კუბიკებად, ჩავალაგოთ ჯამში და დავასხათ წყალი. ქვაბში ჩავსხათ წყალი, დავაყაროთ მარილი, როდესაც ადუღდება ჩავაყაროთ გარჩეული ბრინჯი, ვხარშოთ მანამდე, სანამ ნახევრად მზად არ იქნება. შემდეგ დავასხათ რძე, წამოვადუღოთ და ჩავდოთ მომზადებული გოგრა. ვხარშოთ კიდევ 25-30 წუთის განმავლობაში, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და თავდახურული დავდგათ 5-10 წუთით. სუფრაზე ფიალებით მივიტანოთ ცხელი ან ცივი სახით.