ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
12:47:07     29-06-2018
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ამ წუთებში მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
როგორც პროცესზე პროკურორმა განაცხადა, დანა და ტანსაცმელი ამოღებული არ არის, შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულებების დამალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდათ.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჯანჯღავას ირაკლი ნოზაძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.