ჩინეთ-ვიეტნამს შორის ვითარება იძაბება

  10:46:34     13-06-2011

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიეტნამის გეგმებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვა. ვიეტნამის თავდაცვის უწყება, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთთან ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, სამხედრო სწავლებების ჩატარებას აპირებს.

პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა აღნიშნა, რომ ძალთა დემონსტრირება დაძაბულობის მაჩვენებელს გაზრდის.

გასულ კვირას, ვიტნამის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინურმა თევზმჭერმა გემმა ვიეტნამური ხომალდის ელექტრონული კაბელი შეგნებულად გადაჭრა. გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვას აწარმოებდა. პეკინმა ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ვიეტნამური გემი მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ იმყოფებოდა.