
საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ პარლამენტი რიგგარეშე ფორმატში გააგრძელებს მუშაობას
13:24:25     28-06-2018
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხვალ, 29 ივნისს დაიხურება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კოლეგებს შეახსენა, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ხვალ უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დახურავს.
საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომების მოწვევა ივლისის ბოლომდე სთხოვონ.
პარლამენტს ბევრი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილება აქვს დასამტკიცებელი. ასევე მოუწევს, ახალი მთავარი პროკურორის არჩევა, ასევე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მოსმენა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.