ნიკა მელია დაკითხვაზე დაიბარეს

  11:20:13     28-06-2018

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო გამოიკითხება.

ნიკა მელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად 11 ივნისს დააკავეს.