თუ ბანკმა, კრიმინალმა და „ოცნებამ“ დაგაზარალათ - უდუმაშვილი „გარანტიის სერთიფაკატის“ შესახებ

  16:03:30     27-06-2018

ვადამდელი საპარლამენტო და მოახლოებული საპრეზიდეტო არჩევნები, მთავრობაში დაწყებული ცვლილებები და ოპოზიციის აქტიურობა - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. 

„პრესა.ჯი“: ამომრჩევლებს გარანტიის სერტიფიკატებს ურიგებთ, რას ჰპირდებით საზოგადობას? 

[I=2]ზაალ უდუმაშვილი: ეს მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ბანკისგან არიან დაზარალებულები, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვპირდებით, რომ ამუშავდება 2 წლიანი მემორანდუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ მოუწევთ არაფრის გადახდა.

ხოლო 2 წლის შემდეგ, ისინი დავალიანებას გადაიხდიან იმ კურსის მიხედვით, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს - ეს არის 1.65 თეთრი. 

მეორე მიმართულება - სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან... 

მათთვის გაიცემა შრომის კონპენსაცია და განიხილება მათი სამსახურში აღდგენის საკითხი.

ასევე, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გარკვეულწილად, კრიმინალმა დააზარალა ამ 6 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულია გარკვეული შეღავათები. 

- საზოგადოების პროტესტისა და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეა გაჩნდა, დაინიშნება თუ არა, რიგგარეშე  არჩევნები და რა შესაძლო ცვლილებები მოჰყვება მას? 

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საპრზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა ჩატარდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია ამოწურა საკუთარი რესურსი. ამიტომ, აუცილებელია მოხდეს ცვლილება. ამის ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი საპარლამენტო აჩევნები, რომელიც გარდაუვალია... 

- ვის წარადგენს ენმ პრეზიდენტობის კანდიდატად და რა ნიშნით მოხდება კანდიდატის შერჩევა? 

- ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს არა მხოლოდ პარტიის შიგნით, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში, დაახლოებით რამდენიმე კვირაში საერთო შეთანხმების საფუძველზე წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს.

[I=3]მთავარი არის ის, რომ შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ქვეყნის პირველ პირს შეესაბამება. 

უნდა იყოს ძალიან გამოცდილი, როგორც პოლიტიკურად, ისე პროფესიონალურად. ამჟამად, რამდენიმე კანდიდატურა უკვე განიხილება. 

- რაც შეეხება შვილმოკლული მამების მოთხოვნებს, როდემდე შეიძლება ეს საქმეები გამოუძიებელი იყოს?  

- ეს საქმეები „დამოკლეს მახვილივით“ აწევს საქართველოს ხელისუფლებას და  ასე იქნება მანამ, სანამ შვილმკდარი მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი არ მიაღწევენ შედეგს. 

აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, არა მხოლოდ მკვლელები, არამედ მისი მფარველებიც.

უკვე მე-7 თვეა მალავენ ამ დანაშაულს. როგორც ჩემთვის ცნობილია, შვილმოკლული მამები არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ მთავრობასთან. 

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ და თუ ისინი გადაწყვეტენ რომ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ, ასეც მოხდება... 

 - სამინისტროების „სეკვესტრზე“ რას ფიქრობთ, რამდენად სწორია მთავრობის ეს გადაწყვეტილება? 

- მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უგუნური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და ახალმა პრემიერ-მინსტრმა მიიღო. მაგალითად, განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიენება სრული აფსურდია. 

რა თქმა უნდა, ის აზრი, რომ ქვეყანას მოქნილი მთავრობა უნდა ჰყავდეს, გასაგებია, მაგრამ არა ამ ფორმით, როდესაც ასე უაზროდ მიაბეს განთალების სამინისტროს კულტურის სამინისტრო. ორი დარგი, ფაქტობრიად, გასწირეს დანგრევისათვის. ეს არის ახალი პრემიერის გაუაზრებელი ნაბიჯები. 

- რა მოლოდინები გავქთ ახალი პრმიერ-მინისტრისგან? 

- არანაირი მოლოდინი ამ ადამიანისგან არ გამაჩნია, პრემიერ-მინისტრი, რომლის ცნობადობა ქვეყანაში ძალიან დაბალია და 9%-ს არ აღემატება, სასაცილოა. 

[I=4]ეს არის გამოუცდელი ადამიანი, როგორც პოლიტიკურად, ასევე პროფესიონალურად. მის მიმართ არანაირი ნდობა არ გაგვაჩნია. 

ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სრული ქაოსია. ვნახოთ, ვის წარადგენს ის კაბინეტში, მინისტრობის კანდიდატებად.

საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა, ბახტაძე არა პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნებს. 

იცით რომ არასამთავრობოები და საზოგადოება, ძალიან მკაცრად მოითხოვს, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის ფალსიფიკაციებში მონაწილეობდნენ. 

- საზოგადოების მოთხონის მიუხედავად, თეა წულუკიანი ჯერ იუსტიციის მინისტრია... 

- სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია ერთი ადამიანი შეინარჩუნოს, ვიდრე ჩამოეშალოს მთლიანად სისტემა. 

[I=5]თეა წულუკიანის სახელი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს. მის სახელთან ასოცირდება პროკურატურისა და სასამართლო სისტემის დანგრევა. 

შესაბამისად, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღეს პრემიერ-მინისტრი, გადააყოლებს თუ არა, ქვეყანას ერთ ადამიანს - თეა წულუკიანს. 

- წინასაარჩევნოდ, რას აპირებს ენმ - გარდა იმისა, რომ გარანტიის სერტიფიკატებს არიგებთ, ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად რის გაკეთებას გეგმავთ? 

- ჩვენი მთავარი ამოცანი არის, უფრო მეტი კონტაქტი დავამყაროთ საზოგადოებასთან, სერტიფიკატების გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამით შემოვიფარგლებით.

ჩვენ ინტენსიურად ვხვდებით მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ვუსმენთ მათ, რათა გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და ინტერესები.