ვინაა ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთი მონაწილე

  13:13:26     26-06-2018

„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი სოლისტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორივე ქალბატონი იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი მათგანი, „კურიერის“ ინფორმაციით, 29 წლის თამთა ჯანჯღავაა.

დააკავეს თუ არა ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილები, ამ დრომდე უცნობია. ქუჩის ბიჭების სოლისტს ერთი ჭრილობა ცივი იარაღით გულის არეში აქვს მიყენებული. 

თამთა ჯანჯღავა 1989 წელს არის დაბადებული. ის თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. 

„კურიერის“ ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად  მამაკაციც იმყოფებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.