თბილისში უცხოელების ცემის ფაქტზე ახალი დეტალები ვრცელდება

  11:47:22     26-06-2018

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების, ხოლო მეორე საუდის არაბეთის მოქალაქეა. შეერთებული შტატების მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მეორე დაზარალებული, საუდის არაბეთის მოქალაქის თქმით, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ დაზარალებულს სახეში ქვა ჩაარტყეს.  ინციდენტის თვითმხილველს, რომელიც ფაქტს შეესწრო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველები ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მოწმის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართველები სასტიკად სცემდნენ.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.