სოფელ ნიჯგორთან, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა

  16:21:56     25-06-2018

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორთან, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგად 58 წლის მძღოლი დაშავდა.

მძღოლი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, უტარდება გამოკვლევები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.