მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
14:20:04     22-06-2018
თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა.
პირები, რომლებსაც ბრალი წაუყენეს, კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.
ოფიციალური ინფორმაცია და რა მუხლებით წარედგინათ ბრალი პირებს, ჯერ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩაოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.