„სრული სიცრუეა შსს-ს განცხადება, თითქოს კლუბში სამართალდამცავები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ“
13:53:05     22-06-2018
კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს იმ წნეხის და კამპანიის გაგრძელებაა, რაც „ბასიანის“ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.
მისი თქმით, შსს–ს თანამშრომლები მისულები არიან კლუბის ოფისში, მიტანილი აქვთ ჩხრეკის განჩინება, თუმცა ამ ეტაპზე ისინი სხედან და ჯერ არაფერს არ აკეთებენ.
„სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ და ამოწმებენ დოკუმენტაციას. ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი“, – განაცხადა ტატო გეთიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.