„ეკა ბესელიას არ ვენდობი, მან ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა“

  10:33:37     22-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიასთან დაკავშირებიტ განცხადება გაავრცელა.

„კარგია, რომ როგორც იქნა მომეცემა შესაძლებლობა, ეკა ბესელიას პირისპირ შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული“.
მისივე თქმით, ბესელიამ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავისი განცხადებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.

"დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობდლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა მას ეკა ბესელია არ ესწრება.