აშშ-ში სკანდალური სერიალი ამერიკელ მშობელთა მოთხოვნით დაიხურა

  10:54:36     11-06-2011

ტელეარხმა “ემთივიმ” ამერიკული ახალგაზრდული სრიალის, “Skins” – ის დახურვის შესახებ გამოცხადა. ამის შესახებ არხის ოფიციალური საიტი წერს. როგორც ირკვევა, “ემთვივის” ხელმძღვანელობამ შოუს დახურვა ძალიან დაბალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. სერიალი ვერ გადაარჩინა იმან, რომ პირველი ეპიზოდის პრემიერა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა ისტორიაში. მაშინ ტელეარხს 2,7 მილიონმა ადამიანმა უყურა. მას შემდეგ, შოუს აუდიტორიის რაოდენობა სამჯერ დაეცა.

 

“Skins” – ის მაყურებელს, ძირითადად, უფროსკლასელები წარმოადგენდნენ. მისი რეიტინგის დაცემის მიზეზი კი გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც რეკომენდაცია გაიცა, რომ 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდება ამ სერიალს არ უყურონ. ამის შემდეგ შოუზე უარი მსხვილმა რეკლამის მიმწოდებლებმა განაცხადეს.

 

სერიალის დახურვის შემდეგ გაკეთებული განცხადების მერე, აშშ-ის მშობელთა საბჭოს წარმომადგენელმა (ეს ორგანიზაცია თავიდანვე გამოდიოდა სერიალის წინააღმდეგ) განაცხადა, რომ სრულიად არ გაუკვირდა მოვლენების ასე განვითარება. წარმომადგენლის თქმით, ეს უნდა ყველასათვის გახდეს იმის ნიშანი, რომ არსებობს საზღვრები, რომლის იქეთაც გადასვლა, უბრალოდ, არ შეიძლება.