რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს
12:56:25     21-06-2018
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის ორი მკვიდრი დააკავეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას დაკავებულთა ოჯახის წევრები ავრცელებენ.
მათი თქმით, 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი სოფლის სალოცავში წავიდნენ და მათი დაკავება ამ დროს მოხდა.