ჟულიან ასანჟზე ახალ ფილმს იღებენ
10:51:53     11-06-2011
ფილმის “28 დღის შემდეგ” სცენარისტი როიენ ჟოფე ტელეფილმისათვის სცენარს დაწერს, რომელიც ჟულიან ასანჟს ეძღვნება. ამის შესახებ “Variety” წერს. ფილმი მხატვრული იქნება თუ დოკუმენტური, ცნობილი არ არის.
სიუჟეტი ასანჟის და მისი “ვიკილიქსელი” კოლეგების ცხოვრების ერთი მონაკვეთის ირგვლივ განვითარდება. აქვე ასახული იქნება 2010 წლის ცნობილი ამბებიც. სურათის რეჟისორი ჩარლზ ფერგიუსონია, რომელმაც 2011 წელს “ოსკარი” “საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის” მიიღო.
ეს კინოსურათი ერთდაერთი არ იქნება, რომელიც ასანჟს ეძღვნება. 2011 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი ალექს გიბნი “ვიკილიქსის” სკანდალური დამფუძნებლის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს.