„უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - ხელისუფლება სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“ - ბუბა კიკაბიძე

  11:44:35     21-06-2018

მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე, „პრესა.ჯი“-სთან, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. 

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მსოფლიოს წინაშე სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. 

presa.ge: ბატონო ბუბა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მაგალითად,  რატომ აფარებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელებს ხელს? 

ბუბა კიკაბიძე: ეს საქმე იმიტომ არის ჯერ კიდევ გამოუძიებელი, რომ არ უნდათ ის ადამიანები გამოაჩინონ, ვინც მკვლელებს ხელი დააფარა.

ამ ყველაფერში უმთავრესი როლი აკისრია ხელისუფლებას, მაგრამ  მსოფლიოს წინაშე სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. 

- თქვენ იყავით აქციებზე? 

- სამწუხაროდ ვერა. მე შეუძლოდ ვარ და ამის გამო ვერ მოვახერხე იქ დგომა. 

- რამ გამოიწვია მთავრობის ცვლილება? 

- ხელისუფლება არამარტო ბოლო დროს განვითარევბული მოვლენების, არამედ, სხვა შექმნილი სიტუაციების გამოც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

სწორედ ამიტომ დაიწყო მთავრობაში ცვლილებები. 

- უნდა დაინიშნოს თუ არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? 

- აუცილებლად უნდა დაინიშნოს რუგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს იქნება გამოსავალი.