"მაჩალიკაშვილს შეხვდა ადამიანი, რომელმაც სპეცრაზმელის მონაცემები მიაწოდა"

  10:48:22     21-06-2018

მაჩალიკაშვილს შეხვდა ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია - სპეცრაზმელის სახელი, გვარი, მისი მონაცემები მიაწოდა, - განაცხადათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

 ინფორმაცია, რომელზეც მალხაზ მაჩალიკაშილი საუბრობს, ადვოკატის განმარტებით მას მისმა ნაცნობმა პირადად შეხვედრისას, დაახლოებით, 2-3 თვის წინ მიაწოდა.

„ეს ინფორმაცია მაჩალიკაშვილს შეტყობინების სახით არ მოსვლია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის ვინაობას ჩვენ ვერ დავასახელებთ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მას მალხაზი იცნობს“, - დასძენს ადვოკატი.

მაჩალიკაშვილის ვარაუდს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა, ადვოკატი ვერ ადასტურებს. თუმცა, არც გამორიცხავს.

„ვერ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ეს ინფორმაცია მას სუს-მა გააგებინა, ეს ჩვენი ვარაუდია. მაღალი ალბათობით, ეს იყო ის უწყება, ვის ინტერესებშიც შედიოდა მალხაზი ცუდად მოქცეულიყო.

ქისტებში არსებული სისხლის აღების ინსტიტუტდიდან გამომდინარე,  ალბათ, იფიქრეს, რომ მაჩალიკაშვილის ნებისყოფა ამას ვერ გაუძლებდა, იგი დაიწყებდა იმ ადამიანის თვალთვალს, შეხევდრებს და მუქარას. შესაძლოა, ივარაუდეს, რომ მალხაზი სხვა ღონისძიებებზე გადავიდოდა და შეიძლებოდა, ის მოეკლა. შესაძლოა, ეს პროვოკაცია იყო, ან ის ადამიანი მართლა გულშემატკივარი იყო და უბრალოდ გააგებინა ეს ამბავი“, - აცხადებს კუბლაშვილი.