
პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
23:23:09     20-06-2018
99 ხმით - 6-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია.
საგარეო საქმეთა მინისტრად - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა დაინიშნენ.
საკანონმდებლო ორგანომ ასევე ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".